რასმუსენი იმედოვნებს, რომ ვინც უნდა იყოს ივანიშვილის შემცვლელი, ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით პოლიტიკა არ შეიცვლება

რასმუსენი იმედოვნებს, რომ ვინც უნდა იყოს ივანიშვილის შემცვლელი, ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით პოლიტიკა არ შეიცვლება

ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენი იმედს გამოთქვამს, რომ ვინც უნდა იყოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შემცვლელი, ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება.

ამის შესახებ რასმუსენმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან მიდის.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ივანიშვილი აგრძელებს წინა ხელისუფლების პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის კუთხით. ვვარაუდობ, რომ ეს კურსი გაგრძელდება იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი", - განაცხადა რასმუსენმა.