დავით საგანელიძე -

დავით საგანელიძე - "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტზე უმრავლესობაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს

"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმ მუხლთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პრემიერს უფლება ენიჭება, რომ დანიშნოს სახელმწიფო უმაღლესის სასწავლებლის რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი.

"დღეს უმრავლესობის სხდომა გვაქვს და ამ სხდომაზე სწორედ აღნიშნულ საკითხზე იქნება საუბარი. დღეს ჩვენ შევჯერდებით პოზიციებზე. თუ მივაღწიეთ შეთანხებას და ყველამ თანხმობა განაცხადა, კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაში გავა, თუ არადა, გადაიწევს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

აღნიშნულ კანონპროექტს პროტესტი მოჰყვა სტუდენტთა ნაწილის მხრიდან. მათ პარლამენტისგან მოითხოვეს, რომ შეჩერდეს ამ კანონპროექტის განხილვა. სტუიდენტები აცხადებდნენ, რომ ეს არის უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევა და მისი ავტონომიის შეზღუდვა.