რიჩარდ ნორლანდმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

რიჩარდ ნორლანდმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად აკვირდება იგი ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმის მიმდინარეობას და რამდენად დემოკრატიულად მიმდინარეობს პროცესი.

"როგორც ადრე აღვნიშნე, ნებისმიერ დროს, როდესაც ხდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისადმი ბრალდების წაყენება, თემა სერიოზულია და სერიოზულ ყურადღებას იპყრობს. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის დაცვით აპირებს პროცესის წარმართვას. ასევე, მათ მოიწვიეს უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენ არ ვაყენებთ გამოწვევის ქვეშ სამართლებრივ პროცესს ამ თემაზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.