დიდ დიღომში 45 წლის მამაკაცი მოკლეს

დიდ დიღომში 45 წლის მამაკაცი მოკლეს

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 45 მამაკაცი წლის სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს , თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შელაპარაკება გარდაცვლილის ავტოფარეხში მოხდა, სადაც იგი მანქანებს ღებავდა. შელაპარაკების მიზეზიც ეს გახდა, მკვლელი მას მანქანის შეღებვას სთხოვდა.

გარდაცვლილს ერთი ჭრილობა ფეხში, ბარძაყის არეში, ჰქონდა მიყენებული, მკვლელი კი ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.