დაკარგული მოზარდის ცხედარი ზღვამ გამორიყა

დაკარგული მოზარდის ცხედარი ზღვამ გამორიყა

ფოთში, ზღვის სანაპიროდან გაუჩინარებული 15 წლის ირაკლი ბედიას ცხედარი ზღვამ გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სამაშველო ჯგუფებმა ცხედარი გამთენიისას ფოთის სანაპიროსთან შენიშნეს.

ირაკლი ბედია ფოთის სანაპიროდან 20 ივნისს, 17:00 საათზე გაუჩინარდა. თვითმხილველები მოზარდის ზღვაში შესვლის ფაქტს ადასტურებდნენ. სამი დღის განმავლობაში სამძებრო ოპერაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მყვინთავები და აჭარის სამაშველო სააგენტოს ბრიგადები აწარმოებდნენ.