ბიძინა ივანიშვილი - როგორც კი ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე სულ რამდენიმე დღით დავრჩები

ბიძინა ივანიშვილი - როგორც კი ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე სულ რამდენიმე დღით დავრჩები

მალე მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ, - ასეთი განაცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა Postimees-ის რუსულენოვან ვერსიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. "მალე მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ.

როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე სულ რამდენიმე დღით დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეულ იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მე მაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია დაიკავოს ჩემი ადგილი. მე არ მსურს, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, ვინაიდან ეს ცუდი იქნებოდა პოლიტიკისთვის საქართველოში. ზემოაღნიშნული სამი თანამდებობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მჯერა, რომ ამ თანამდებობებს სუფთა ხალხი, დემოკრატები დაიკავებენ. საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც (ახლანდელი მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნული) და ასევე თავისუფალი მასმედია. ახალი სისხლია საჭირო", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.