სამტრედიის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე „ნაციონალი“ ემზარ შუბლაძე გახდა.
შუბლაძეს, რომელიც ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, საკრებულოს 25 წევრიდან 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საკრებულოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ საკრებულოს უმცირესობაში მყოფი დეპუტატები.
„ნაციონალებს“ დიქტატურა აქვთ დამყარებული და მაგათი დიქტატურა ბობოქრობს ისევ სამტრედიაში,“ - ამბობს სამტრედიის საკრებულოს წევრი, „კონსერვატორი“ კობა ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს შენობაში შეჭრილმა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სხდომა ჩაშალეს, თუმცა საკრებულოს წევრებმა მისი განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.