აუდიტის სამსახური ბათუმის მერიის საქმიანობას სწავლობს

აუდიტის სამსახური ბათუმის მერიის საქმიანობას სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის მერიის 2011-2012 წლის საქმიანობას სწავლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განუცხადა , სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორი მიმართულებით აწარმოებს დოკუმენტაციის შესწავლას:

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღრიცხავს ქალაქ ბათუმის 2011-2012 წლის ბიუჯეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს ასევე, განათლების, კულტურისა და სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებს. ამ ეტაპზე მიმდინარებს დოკუმენტაციის მიწოდება", - აღნიშნა არჩილ ვანაძემ.

მისივე თქმით, ბათუმის მერიამ შემოწმების შესახებ განცხადება ოფიციალურად 10 ივნისს მიიღო.