სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე ინფორმაციას ქართველი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს მიაწვდიან

სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე ინფორმაციას ქართველი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს მიაწვდიან

ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამეგრელოში აღმოჩენილ ადამიანის წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ამსახველ ჩანაწერებზე ინფორმაციას ევროპელ კოლეგებს მიაწვდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მომავალ კვირას იწყება. მისი თქმით, საკითხი განიხილება, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდოს იმ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც სამეგრელოშია აღმოჩენილი.

ამასთან, ბესელიას ცნობით, არ განიხილება ჩანაწერების წაღებისა და იქ ჩვენების საკითხი. როგორც დეპუტატი განმარტავს, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გარკვეული სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც მტკიცებულების მოპყრობის თვალსაზრისით მოქმედებს.