17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებულ დასკვნაზე იუსტიციის სახლში შეხვედრა იმართება

17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებულ დასკვნაზე იუსტიციის სახლში შეხვედრა იმართება

17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავებულ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს.

კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია, მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე და რამდენიმე დეპუტატი სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებს ხვდებიან, რომლებიც პროექტის შინაარს არ იზიარებენ და მის კორექტირებას ითხოვენ. კერძოდ, მათი შეფასებით, კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტში ფაქტები არასწორად არის შეფასებული, მომხდარის სამართლებრივი შეფასება და დასკვნის პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტს.

ეკა ბესელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომიტეტმა მოამზადა დასკვნის სამუშაო ვარიანტი, რომელზე მუშაობის პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, პროექტის სამუშაო ვარიანტში გარკვეული ცვლილებები აისახება.