"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლის ინფორმაციით, დღევანდელ ჩვენებაზე პირების ამოცნობა შეუძლებელი იყო

ვიდეოჩანაწერებში, რომელიც მედიისა და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებს აჩვენეს, პიროვნებების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "კონსტიტუციის 42- მუხლის" წარმომადგენელმა, თამარ გაბისონიამ განუცხადა, რომელიც შს მინისტრთან მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. 

მისივე განმარტებით, კადრებში როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის სახები იყო დაფარული, ხმა კი - საერთოდ გათიშული.

"ეს იყო უმძიმესი კადრები. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნებების იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი, მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს ნაჩვენები. ქართველი ერი უნდა დავინდოთ ამ კადრების ხილვისგან", – აღნიშნა თამარ გაბისონიამ.

მისივე განმარტებით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წამების და არაადამიანური მოპყრობის რამენიმე ვიდეოჩანაწერი აჩვენეს.