უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების გასაჯაროებას ითხოვს.
როგორც მან ჟურნალსიტებს მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.
"კადრების ჩვენება უნდა მოხდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მე რეალობისთვის მზად ვარ. მაინტერესებს რა ხდებოდა სინამდვილეში. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ყველა ნაცისტი დამნაშავე", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კაკაბაძემ.