მედიისა და არასმთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენელბმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეკრება უკვე დაიწყეს. როგორც ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა , ბაია ცანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე მეტად აინტერსებს პასუხი კითხვაზე, ვინ დგას იმ ყველაფრის უკან, რის თაობაზეც საზოგადოებამ სამეგრელოშო აღმოჩენილ მასალებთან დაკავშირებით შეიტყო.
"ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მედიის და არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დიდი ნაწილი ინფორმირებული ვიყავით ქვეყანაში ამ ტიპის დანაშაულების შესახებ. თუმცა, ბოლო დროინდელმა ინფორმაციამ დანაშაულების მასშტაბებისა და სისასტიკის შესახებ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. უკვე მძიმე განცდა მაქვს, რომ ამ ყველაფრის ნახვა მომიწვეს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით - აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო, მე უფრო მაინტერსებს კითხვაზე პასუხი, თუკი მომეცემა ამის საშუალება, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და მფრაველი", - განაცხადა ბაია ცანავამ.
მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს შს მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი 14.00 საათზე შეხვდება.