ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში გაიცა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლის პერიოდში 5 663 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში - 1 537 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში კი - 3 041 492 ლარი.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს ცალკეული სამინისტროების მიერ გაცემული პრემიების შესახებ: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი, მარტი) - 85 603 ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი თებერვალი) - 131 660 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრო (ოქტომბერი ტებერვალი) 150 470 ლარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი -თებერვალი) 197 179 ლარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 249 389 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი თებერვალი) 251 965 ლარი, გარემოს დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) 284 850 ლარი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) _476 270 ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 493 716 ლარი, ჯანდაცვის უწყება (ოქტომბერი-მარტი) 513 900 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 572 013 ლარი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) 594 890 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) 733 270 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 800 647 ლარი, იუსტიციის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 34 552 ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი -მარტი) 987 006 ლარი, მთავრობის კანცელარია (ოქტომბერი-თებერვალი) 994 832 ლარი, შსს (ოქტომბერი-თებერვალი) - 1 017 710 ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია (ოქტომბერი-მარტი) 1 121 478 ლარი.