ბიძინა ივანიშვილი ლეონიდ კოჟარას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ლეონიდ კოჟარას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას შეხვდა.

პრემიერის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, პირისპირ შეხვდაზე მხარეებმა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და უკრაინული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების სპექტრი განიხილეს, მათ შორის კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის თემები.

საუბარი შეეხო ეუთო-ში უკრაინის თავმჯდომარეობის კონტექსტში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს.