ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს , ბაგრამის ავიაბაზასთან მოხდა, რომელიც აშში-ის სამხედროების ბაზაა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა "თალიბანის" დაჯგუფებამ აიღო.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, აშშ "თალიბანთან" მოლაპარაკებას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა აშშ-სა და თალიბებს შორის ტყვეთა გაცვლის საკითხი იქნება.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, "თალიბანი" მზად არის მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასთანაც გამართოს.