გირგვლიანის საქმის სკანდალური დეტალი, შარდენზე წამებას ტელეფონით ისმენდნენ

გირგვლიანის საქმის სკანდალური დეტალი, შარდენზე წამებას ტელეფონით ისმენდნენ

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეში ახალ, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ დეტალზე საუბრობს. მისი თქმით, გირგვლიანის წამებას ,,შარდენის სუფრა“ ტელეფონით უსმენდა. ,,სამარცხვინოა საერთაშორისო დონეზე ვანოზე ამხელა ამბის ატეხვა, რადგან მათ კარგად იციან, რომ ის არის ვანო მერაბიშვილი და რა როლი მიუძღვის მას რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეში, სადაც მთელი ოჯახითა და სისტემით იყო ჩართული.

ამ საქმეში არსებობს სატელეფონო საუბარი იმ ტყიდან, სადაც სანდრო გირგვლიანს აწამებდნენ. 43 წუთის განმავლობაში შარდენზე ისმენდნენ, როგორ აწამებდნენ გირგვლიანს, ამის მერე გვეუბნებიან ვანო კარგია და მისი ცოლი შუშანიკის მერე მეორე ქართველი წმინდანია“. აცხადებს ლევან ბერძენიშვილი კვiრის პალიტრასთან საუბარში.