ვლადიმერ ბედუკაძე ხელისუფლებას მადლობას უხდის

ვლადიმერ ბედუკაძე ხელისუფლებას მადლობას უხდის

ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების გამო ხელისუფლებას მადლობას უხდის. როგორც ბედუკაძემ "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებით ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისაგან თავდასხმის ობიექტი გახდა და მადლობელია, რომ მის მიმართ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ მძიმე ტვირთად იკისრა.

ციხის სკანდალური კადრების გამავრცელებლის თქმით, მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებით ხელისუფლებამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა.
ამასთან, ბედუკაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ მოხდა საქმეზე 19 ბრალდებულს შორის მხოლოდ მისი გათასუფლება მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს უფლება არ უნდა გამოეყენებინა ხელისუფლებას, მისი პირადი პრობლემაა. დანარჩენს პრესკონფერენციაზე ვიტყვი მას შემდეგ, რაც ორშაბათს საპყრობილიდან გათავისუფლდება ბორის ფარულავა. შემდეგ ერთობლივად გავმართავთ პრესკონფერენციას და პასუხს გვაცემთ კითხვებს", -დასძინა ბედუკაძემ.

მისივე თქმით, ბორის ფარულავა 2012 წლის 13 სექტემბერს დააკავეს და ცხრათვიანი პატიმრობის შემდგე გათავისუფლდება.

არჩილ კბილაშვილის შუამდგომლოიბის საფუძველზე, ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამრთლოს მიერ გავრცელებულ განცხადაბაში აღნიშნულია, რომ 16 ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა, ბედუკაძე კი კბილაშვილის შუამდგომლობის შედეგად გათავისუფლდა.