პრეზიდენტმა შესაძლოა

პრეზიდენტმა შესაძლოა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს ვეტო დაადოს

პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გადახედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტს გუშინ თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, აცხადებს, რომ "საქმე გვაქვს გაუაზრებელ ნაბიჯთან და არა კარგად მოფიქრებულ პროექტთან".

"პარლამენტს ვთხოვ, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გადახედოს და არა მხოლოდ რექტორების დანიშვნის ნაწილში. გაითვალისწინოს ყველა დეტალი და ნიუანსი, რაც ამ ძალიან ფაქიზ სფეროს ეხება. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, იძულებული ვიქნები, გამოვიყენო პრეზიდენტის უფლება ვეტოს დადების შესახებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.