"მოსამართლეთა შესაძლო უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტი მალე იმსჯელებს"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მოსამართლეთა შესაძლო უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტი, ხელისუფლებასთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ შემადგენლობასთან ერთად, მალე იმსჯელებს.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ გამოთქმული ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

"მოსამართლეთა უვადო დანიშვნას რაც შეეხება, ეს საკონსტიტუციო საკითხია და პარლამენტი ხელისუფლებასთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ შემადგენლობასთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობას მალე შეუდგება, უნდა იქნას თუ არა უვადოდ დანიშნული ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას რამდენიმე წელია, ძალიან სერიოზული მიკერძოებისა და ნეიტრალურობის არარსებობის პრეტენზიები აქვთ", - განაცხადა წულუკიანმა.