ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გაფიცვა შეწყდა. როგორც "ინტერპერსნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ღამის ცვლაში დასაქმებულები 00:00 საათზე სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
ფეროშენადობთა ქარხნის ადმინისტრაციამ პროფკავშირებთან დღეს მოლაპარაკებებზე თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარესა და ქარხნის ხელმძღვანელს შორის შეთანხმება შედგა და კოლექტიურ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
"დოკუმენტის მიხედვით, "ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 1.5 ჯერ იზრდება, შეღავათები წესდება ტრავმატიზმის შემთხვევაში, სახელფასო პრემია გაიზარდა 8,6 %-ით, ის ორი ადამიანი კი, რომელიც გაფიცვის დროს იყო დათხოვნილი სამსახურიდან, აღდგენილია. გაფიცვის დროს განაცდური პერიოდი შვეულების თანხის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნება. შეთანხმება თანამშრომლებისთვის კიდევ სხვა ბევრ სარგებელს გულისხმობს, ამასთან ერთდ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ფეროშენადნობთა ქარხნის ხელძღვანელი ვოლოდიმირ ლოზინსკი შეთანხნენ, რომ სხვა სოციალურ გარანტიებზე მოლაპარაკებები ერთ თვეში კვლავ გაიმართება", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშათა გაფიცვა 20 მაისს დაიწყო.