საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების სტრუქტურებში პროფესიონალი კადრების დაბრუნების წინადადებით გამოდის.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა, უნდა დაბრუნდნენ უსაფრთხოიების სტრუქტურებში ის პროფესიონალები, რომლებიც "დაიჩაგრნენ ან გვერდზე გაიწიენ, ან მით უმეტეს მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს". "რადგან ეს ხალხი ემსახურებოდა საქართველოს და არა საქართველოს რომელიმე მთავრობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივი დიპლომატიური ქმედებების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა.