საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, რაც შეიძლება მეტი ვიზიტი განახორციელოს. როგორც მიხეილ საააკაშვილმა დღეს, სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა , ქართულმა მხარემ უნდა გააგრძელოს ერთობლივი დიპლომატიური ქმედებები. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და განსაკუთრებით მისმა ხელმძღვანელმა უნდა დაიწყოს ოფიციალური ვიზიტების განხორციელება მოკავშირეებთან.
პრეზიდენტის განცხადებით, ის, რომ 9 თვის განმავლობაში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა, ცალკე აღებულ რომელიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სერიოზული პრობლემაა ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებისთვის და ეს არის სერიოზული წამახალისებელი სიგნალი რუსეთისთვის.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევ და სიამოვნებით დავუჭერ მხარს, რომ რაც შეიძლება მეტი ვიზიტი განახორციელოს და ისაუბროს იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და გრძელვადიან მომავალს ეხება", - აღნიშნა სააკაშვილმა.