31 მაისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 34–ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების ფიქსაციის საკითხი იყო, რაც ქართულმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა, ისევე როგორც ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ დარღვევისათვის რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ადგილობრივი მოსახლეების უკანონო დაკავების ფაქტები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2008 წლის ომის შემდეგ ქართული მხრიდან უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საკითხი.
აღნიშული შეხვედრის შემდეგ, საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით სუჯაშვილი, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების – ავთანდილ კვირიკაშვილისა და როსტომ სოსიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების ინსტალაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას 3 ივნისს გამართავს.