საპატრულო პოლიციამ ფოთის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსი დააკავა

საპატრულო პოლიციამ ფოთის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსი დააკავა

რამდენიმე წუთის წინ ფოთის საპატრულო პოლიციამ ფოთის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა დააკავა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავება. მისი დაკავევბის შემდეგ დაახლოებით 5 წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა ტიბუას ცოლის ძმა გელა ხუნწარია, რომელიც ყულევის ტერმინალის ერთ-ერთი მოიჯარე კომპანიის ხელმძღვანელია. როგორც გაირკვა, პოლიციამ გელა ხუნწარიაც დააკავა. ხუნწარიას განცხადებით, დაკავების პროცესში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაკავებულები ამ წუთში გადაყვანილი არიან ფოთის წინასწარი დაკავების საკანში. ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. როგორც ისინი ამბობენ, ზურაბ ტიბუას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.