"მილანის" ფეხბურთელებს "რედისონთან" გულშემატკივრები ელოდებიან

"მილანის" ფეხბურთელების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს წუთებში ჩამოფრინდება. ფეხბურთელები აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო "რედისონში" გაემგზავრებიან, სადაც უკვე შეიკრიბნენ გულშემატკივრები.

"მილანის" ფეხბურთელებს გულშემატკივრები დაახლოებით ერთი საათია, ელოდებიან, აცვიათ გუნდის მაისურები, მოტანილი აქვთ პლაკატები, სადაც "მილანის" სიმბოლიკაა დახატული, ფან-კლუბის წევრები მღერიან "მილანის" ჰიმნს და სკანდირებენ – "ჩვენ კაპიტანს გაუმარჯოს".

სასტუმროსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, გულშემატკივრებსა და უსაფრთხოებისთვის სასტუმროსთან გაივლება სპეციალური ჯებირი.