დავით საგანელიძე:   მთავრობის შენობა მყარი არ არის და შესაძლოა დემონტაჟი მოხდეს

დავით საგანელიძე: მთავრობის შენობა მყარი არ არის და შესაძლოა დემონტაჟი მოხდეს

შესაძლოა ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის დემონტაჟი განხორციელდეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, მთავრობის შენობაზე დაიდო დასკვნა, რომ შენობა არ არის მყარი და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებებლი, ან შეიძლება საერთოდ მისი დემონტაჟი განხორციელდეს. 

"რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ახლა ვერ გიპასუხებთ, ეს სერიოზული დაფიქრების საგანია და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მაგრამ, საგანგაშოა პარალმენტის შენობის გვერდზე მდებარე მთავრობის შენობის შესახებ დადებული დასკვნა იმის შესახებ, რომ შენობა არ არის მყარი და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებებლი, ან შეიძლება საერთოდ დემონტაჟი მოხდეს. პარლამენტის შენობაზე, ჯერჯერობით, ვერ წერენ, რომ ეს არის მდგრადი შენობა, მაგრამ ვერც იმას წერენ, რომ შენობას საფრთხე ემუქრება და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი", - განაცხადა საგანელიძემ აუდიტის დასკვნის კომენტირებისას, რომელიც ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობის დროს სხვადასხვა სახის დარღევევბს ეხება.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია ის, რომ პარალამენტის შენობა აბსოლუტურად უნებართვოდ და პროექტის გარეშე აშენდა, პროექტი თანდათან მშენებლობის პროცესში კეთდებოდა.

"როცა ქვეყანაში პარალმენტის შენობაზე ასეთი რამე ხდებოდა, უკვე გასაგებია რა ხდებოდა სხვა მშენებლობებზე, როგორ ხდებოდა ქვეყნის მართვა და მენეჯმენტი საერთოდ", - დასძინა მან.
დღეს დილით აუდიტის სამსახურმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დარღვევებია დაფიქსირებული.