"საზღვრების საკითხი ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული"

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანდჟეი ტიშკევიჩის განცხადებით, "საზღვრების საკითხი ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული". 

ამის შესახებ ტიშკევიჩმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რაც ერთი მხარისთვის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს, მეორესთვის - ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლია. ყველაფერი დამოკიდებულია ინტერპრეტაციაზე. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და პრობლემებზე. რაც შეეხება საზღვრების თემას, მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება ის ინტერპრეტირებული", - განაცხადა ტიშკევიჩმა.