ანტალიაში აფხაზეთის დროშა აღმართეს

ანტალიაში აფხაზეთის დროშა აღმართეს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში აფხაზეთის დროშა აღმართეს. აფხაზეთის დროშა ანტალიაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასასვენებელ პარკში სხვა სახელმწიფოების დროშებთან ერთად არის აღმართული და როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისეა წარმოჩენილი. 

ქურშუნლუ შელალესი ანტალიაში ერთ-ერთი ცნობილი დასასვენებელი ადგილია და ის 33 ჰექტარზეა გაშენებული.

ანტალიაში აღმართული დროშის ჩამოხსნა უკვე მოითხოვა ორგანიზაცია "საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციამ", რომელმაც თურქულ მხარეს, მათ შორის ანტალიის მერიას ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წელს ეს უკვე თურქეთის სხვადასხვა ქალაქების მიერ უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას ისე წარმოაჩენენ.