გიორგი თევდორაძე:  თითოეული ლარი თუ ცენტი, რაც პარლამენტის მშნებელობისთვის გამოიყო, მიზნობრივად დაიხარჯა

გიორგი თევდორაძე: თითოეული ლარი თუ ცენტი, რაც პარლამენტის მშნებელობისთვის გამოიყო, მიზნობრივად დაიხარჯა

ქუთაისის ყოფილი მერის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი თევდორაძე აცხადებს, რომ პარლამენტის მშნებელობისთვის გამოყოფილი თითოეული ლარი , თეთრი თუ ცენტი მიზნობრივად იხარჯებოდა. მისივე განცხადებით, ის ჯერ არ გაცნობია აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც საუბარია პარლამენტის მშენებლობის დროს სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. 

"დოკუმენტებს არ გავცნობივარ და არ შემიძლია ოპონირებაში შესვლა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ლარი, თეთრი და ცენტი, რაც გამოიყო მშნებელობისთვის მიზნობრივად დაიხარჯა და რაიმე სახის დარღევევბს არ ჰქონია ადგილი", - აღნიშნა თევდორაძემ.

აუდიტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია დემონტაჟის სამუშოებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ "დიდების მემორიალის" ბურღვა -აფეთქებით სამუშებზე ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშოების დამაკმაყოფილებლად შესრულებაზე გაცემულ დასკვნას, ინსპექტირების ჯგუფის არც ერთი წევრი ხელს არ აწერს, აღნიშნული სამუშაო ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ მაინც ჩაითვალა შესრულებულად. ასევე ქუთაისის მერიისა და CMD DOMINGO Y LAZARO INGIEROS, S.I- ს შორის არქიტექტური სამშაოების შესრულებაზე, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არ შედგენილა მიღება-ჩაბარების აქტი.