აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

,,ღობეების და მავთულხლართების გადმოწევა საერთაშორისო სამართალსა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ეწინააღმდეგება", -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯენ სპაკმა რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. ადმინისტრაციული დაკავებულების შესახებ საზღვრის გადმოწევის კომენტირეისას და აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას

,,რაც შეეხება ღობეების გადმოწევას ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში დაადასტურა, რომ ღობეები და მავთულხლართები მართლაც გადმოწეულია ადმინისტრაციულ საზღვართან სამხრეთ ოსეთის რეგიონის მახლობლად. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას, რადგან ეს საერთაშორისო სტანდარტებს, სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას"_ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯენ სპაკმა და აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დრის წინ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი 300 მეტრამდე გადმოწიეს.Aასევე დააკავეს როსტომ სოსიაშვილი, რომელიც ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.