რუსმა მესაზღვრებმა მამა-შვილი ხადურები დააკავეს

რუსმა მესაზღვრებმა მამა-შვილი ხადურები დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს კიდევ ორი პირი დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი, ავთანილ და კახა ხადურები უკვე მეორე დღეა ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავთ.

სოფელ ქვეშში მცხოვრები მამა-შვილი საკუთარ ბაღში მუშაობდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და სწორედ მაშინ მოხდა მათი დაკავება.