რესპონდენტთა უმეტესობა საპრეზიდენტო არჩევნებში

რესპონდენტთა უმეტესობა საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერდა მხარს

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

კვლევის შედეგებით შეკითხვაზე "რომელი ძალის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერდით მხარს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?", პასუხები ასე გადანაწილდა: კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი – 55,1%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი – 11,1%, სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი - 7,9%, სხვა პოლიტიკური ძალის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი – 1,6%, მიჭირს პასუხის გაცემა – 14,7%, დანარჩენმა 9,6%-მა კი შეკითხვაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელის იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები უშუალოდ გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატთან მიმართებაში მოსახლეობის განწყობას არ ასახავს, ვინაიდან კვლევის ჩატარების პერიოდში კანდიდატად დასახელებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ კვლევა აღნიშნულმა ორგანიზაციამ 24 აპრილიდან 4 მაისის პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში 2004 რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა.