თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ პროექტს კენჭს უყრიან

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ პროექტს კენჭს უყრიან

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ მერიის მიერ წარდგენილ პროექტს კენჭს უყრიან. დედაქალაქის მერიამ საკრებულოში წარდგენილი პროექტით, დასუფთავების მოსაკრებლად ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარი და 50 თეთრი განსაზღვრა. 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი ტარიფი ორი ლარით განისაზღვრა. ამასთან, მერიის ინფორმაციით, პარლამენტთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.
მერია საკრებულოში კენჭისყრაზე გადაწყვეტილების ჩავარდნას არ ელოდება. თუმცა, ცნობილია, რომ საკრებულოს უმცირესობაში შემავალი ფრაქციები დედაქალაქის მერიის მიერ წარდგენილი პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ. უმცირესობა, სავარაუდოდ, დასუფთავების მოსაკრებლად 1,50 ლარით განსაზღვრას დაუჭერს მხარს.

დასუფთავებისა და ელექტროენერგიის მოსაკრებლის გამიჯვნის შესახებ კანონი ძალაში ხვალიდან შედის. კანონმდებლობის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებელი არა უმეტეს სამი ლარით უნდა განისაზღვროს. ოჯახში სულთა მაქსიმალური ოდენობა კი 4 სულით განისაზღვრა.