კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი დღეს

კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი დღეს "დინამო არენაზე" გაიმართება

კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი დღეს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ "კალაძის მეგობრების გუნდი" და "მილანი" ითამაშებენ, 20:30 საათზე დაიწყება. მანამდე კი სტადიონზე ქართველი შემსრულებლის, "ბერას" კონცერტი გაიმართება.

გუნდები ფეხბურთის მოქმედი და ვეტერანი ვარსკვლავებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებთან ერთადაც კახა კალაძემ არაერთ წარმატებას მიაღწია.

წინასწარ გამოქვეყნებული შემადგენლობების მიხედვით, "მილანის" რიგებში ითამაშებენ – ფიორი, როსი, მალდინი, პანკარო, ოდდო, სერჟინიო, ფლამინი, სიმიჩი, რუი კოშტა, ზამბროტა, როკე ჟუნიორი, კარბონე, ბობანი, გიუნტი, ამბროზინი, იბრაჰიმ ბა, ჯილარდინო, ვიერი, ინძაგი და შევჩენკო. გუნდის სიმბოლური შემადგენლობის მწვრთნელი კი კარლო ანჩელოტი იქნება.

რაც შეეხება "კალაძის მეგობრების" შემადგენლობას, ვეტერან კაპიტანთან ერთად ითამაშებენ სტურუა, ასათიანი, შელია, კობიაშვილი, ანდრეი ჰუსინი, უმიტ დავალა, მუჯირი, ცქიტიშვილი, კანავარო, ჰაკან შუკური, რებროვი, შოთა და აჩი არველაძეები, დემეტრაძე, იაშვილი და ქინქლაძე. რაც შეეხება მწვრთნელებს, კალაძის გუნდის თავკაცები იქნებიან ფაიტჰ ტერიმი და ალექსანდრე ჩივაძე.
დღევანდელ შეხვედრას სტუმრის რანგში მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი და სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკური თანამდებობის პირები დაესწრებიან.
ბილეთებიდან შესული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.