ვანო მერაბიშვილთან ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი შევიდა

ვანო მერაბიშვილთან ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი შევიდა

ვანო მერაბიშვილთან ე.წ მატროსოვის ციხეში ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადვოკატს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი სამართალდამცავებმა 21 მაისს დააკავეს, 22 მაისს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასაართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გამოძიება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვას და კვარიათში ზღვის პირას მდებარე, შპს "საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის" კუთვნილი ფეშენებელური აგარაკის მითვისებაში ადანაშაულებს.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებსა და სანდრო გირგვლიანის საქმეზეც წარედგინება.