როლანდ ახალაია:   რაღაც-რაღაცეებს კიდევ ვარკვევ მოვა დრო და გეტყვით ყველაფერს

როლანდ ახალაია: რაღაც-რაღაცეებს კიდევ ვარკვევ მოვა დრო და გეტყვით ყველაფერს

მოვა დრო და გეტყვით ყველაფერს, რაღაც-რაღაცეებს კიდევ ვარკვევ - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, როლანდ ახალაიამ შვილის, ბაჩოო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ჭორებზე ვეღარ ვისაუბრებ, მე უნდა ვისაუბრო ფაქტებით, მოვა დრო და გეტყვით ყველაფერს, მაცალეთ რაა რაღაც-რაღაცეებს კიდევ ვარკვევ", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა.

სხდომაზე იაღლუჯას ბაზაზე მომხდარ წამების ეპიზოდს განიხილავენ და მოწმეების დაკითხვა მოხდება.

ადვოკატ გიორგი ონიანის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ აქვს არანაირი დამადასტურებელი ფაქტები, რითაც ახალაიას ბრალეულობას დაამტკიცებენ.