ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული 4 პირი სოფელ დუისში დაკრძალეს

ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული 4 პირი სოფელ დუისში დაკრძალეს

ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული 4 პირი - სალამ ზაურბეკოვი, მუსა ალიევი, ჯაბრიელ ხაშიევი და დუკვახი დოშუევი სოფელ დუისში დაკრძალეს.

მათ საფლავებს ექსჰუმაცია მიმდინარე წლის 16 მაისს ჩაუტარდა, რის შემდეგადაც ცხედრები თბილისში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის გადმოასვენეს.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციისას დაღუპულ კიდევ სამ პირს ექსპერტიზა მიმდინარე წლის 8 მაისს ჩაუტარდა.

ცნობისთვის, ცხედრების ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტიც მონაწილეობდა.