კახეთის საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, საღამოს, ყვარელში ილიას ტბა და დასასვენებელი კომპლექსი გახსნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ.
ეს მთებიც რომ გაენათებინათ არ შეიძლება...
„მოგესალმებით ყველას, ეს მთებიც რო გაენათებინათ არ შეიძლება, მაგრამ მართლა საოცრებაა რასაც აქ უყურებთ, იმიტომ რომ თქვენ აქ ყვარლელები ხართ დიდი ნაწილი. აქ იცით, რომ 4 თვის წინ იყო რაღაც მეხუთედი დაგუბებული, ნახევრად დაჭაობებული ძველი წყალსაცავი და მე როცა დავფრინავ ზემოდან, არა იმიტომ დავფრინავ მარტო გზებს მინდა ავერიდო, ზემოდან ძალიან კარგად ჩანს ასევე საქართველო. საქართველო ყველაზე კარგად ჩანს როცა ერთი-ერთი ვართ ჩვენ თქვენთან, თქვენ თვალებში ვიყურები, თქვენ სათქმელს ვუსმენ. მაგ დროს ჩანს ყველაზე კარგად და მეორე ყველაზე კარგი ხედია როცა დაფრინავ ვერტმფრენიდან. და როცა ვერტმფრენიდან დაფრინავ, ერთს ხედავ როგორი პატარაა ჩვენი ქვეყანა. სადაც გაიხედავ მარჯვიდან მარცხნივ, არის მისი ბუნებრივი საზღვრები კავკასიის სხვადასხვა ქედები და ამიტომ რახან პატარაა, ის არის განსაკუთრებულად მოსავლელი და განსაკუთრებული ვალია, რომ თითეული მტკაველი ამ ქვეყნის იყოს კარგად გაკეთებული. ამავე დროს, როცა იყურები ვერტმფრენიდან ხედავ რამდენად ლამაზია და თვალწარმტაცი ჩვენი ქვეყანა და რამდენად უფრო ბევრია გასაკეთებელი. ხედავ რო მიწის ნაწილი კიდევ დაუხნელია და დაუმუშაებელია და ეს ცოტა მიწა, რომელიც გვაქვს ბოლომდე დამუშავებელი იყოს, იმიტომ რომ მიწის დამუშავება ნიშნავს უფროს მეტ შემოსავალს ჩვენ ოჯახში, უფრო მეტ პერსპექტივას ჩვენი ოჯახებისთვის.
ნურავინ ნუ თქვას, რომ საქართველომ წააგო რაიმე ომი...
იცით, დღეს მე დამაგვიანდა აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ევროკავშირის საგარეო კომისარი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავარი წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომელიც გვესაუბრებოდა იმაზე, რო უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ჩვენ ქვექნება თავისუფალი შესვლა ევროპის ბაზრებზე. ამიტომ ცალი ხელით ჩვენ ვიბრძვით საგარეო ფრონტებზე, იმიტომ რომ ეს არი ბრძოლა ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არი იმ დიდი ბრძოლის გაგრძელება რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ნურავინ ნუ თქვას, რომ საქართველომ წააგო რაიმე ომი. საქართველო მანამდე იქნება წელში გამართული, მანამდე არ იქნება წაგებული, მანამდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის სანამ ეს ჟინი გვაქ და სანამ ეს ხელები არ ჩამოგვიშვია, სანამ არ დავნებებულვართ, სანამ არ მოგვიწერია არაფერზე ხელი და სანამ გვჯერა რო ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ გამთლიანდება. იმიტო რო ჩვენ ვიმყოფებით აქ ილიას სამშობლოში და თუ კი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწე არსებობს საქართველოში, იმიტომ რომ ბევრი გამოდის ტელევიზორში ეგრეთ წოდებული ექსპერტი, პოლიტოლოგი, ზოგიერთი ძალიან ჭკვიანიც და დამსახურებულიც, მაგრამ დღემდე მთავარი ჩემთვის პოლიტიკური მეცნიერება მოდის ილია ჭავჭავაძესგან.
ვიღაცის ერთი ადგილი ლოკონ...
ამასწინათ ერთერთმა ჩვენმა ჟურნალმა „ტაბულამ“ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის წერილები და გამაოგნებელია, რამდენად თანამედროვედ აზროვნებს ილია ჭავჭავაძე. გამაოგნებელია, როგორ წერს ის, მაგალითად ეთნიკურ ჯგუფებზე და რელიგიაზე. როგორ წერს ქართულ ღვინოზე, წერს იმაზე, რომ ქართველებს გვაქს საუკეთესო, საუცხოო ღვინო მსოფლიოში, მაგრამ უნა ვისწავლოთ ამ ღვინოს ჩამოსხმა, ამ ღვინის შენახვა, ამ ღვინის გატანა ბაზრებზე. როგორც მუშაობდა იქ ჩვენ საბანკო სექტორზე აი გუშინ გავხსენი ულამაზესი ბანკი და საქართველოში ბევრი იხსნება, მაგრამ როგორ ზუსტად ესმოდა ილია ჭავჭავაძეს ქართული ფინანსური სისტემის განსაკუთრებულ მნიშვნელობა. ამიტომ ყვარელში არის რამდენიმე ტბა, უკვე არსებობს ლოპოტა, არსებობს ყვარლის ტბა და ბევრი ფიქრის შემდეგ ჩვენ ყვარლელ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ რომ არაფერი ასე არ უხდებოდა ამ ტბის სახელს, როგორც ილიას ტბა, იმიტო რომ ეს ტბა არი განსაკუთრებულად ლამაზი და განსაკუთრებულად მიმზიდველი. და მართლაც, როცა ვლაპარაკობთ ილია ჭავჭავაძეზე, ილიას დროს საქართველო არ იყო დამოუკიდებელი. ილიას დროს აქ იდგნენ რუსი ჟანდარმები, რუსი სოლდატები, რუსი ჩაფრები, ზუსტად ისე როგორც დგანან დღეს აფხაზეთში და პატარა ქალაქ ცხინვალში. მაგრამ ილიას ერთი წამით არ შეპარვია ეჭვი, რომ საქართველო უნა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. მაშ რა ღმერთი გაუწყრა დღევანდელ ქართველებს, რომელთაც უკვე აქვთ, ღმერთმა უბოძა თუნდაც არა მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად მაგრამ იურიდიულად მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად მის ტერიტორიის უმეტესობაზე თავისუფალი სახელმწიფო და დღემდე მისტირიან მონობას, დღემდე მისტირიან ბატოყმობას, დღემდე მისტირიან ვასალის მდგომარეობას და დღემდე უნდათ, რომ ვიღაცის ქვეშ იყოს, ვიღაცის ერთი ადგილი ლოკონ, ბოდიში, ვიღაცის დაქვემდებარებაში იყონ, ვიღაცისგან მიიღონ ინსტრუქციები.
არც ერთ ეპოქაში თბილისში იმდენი არ გაკეთებულა და აშენებულა, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში...
შეილება შენ გრძნობდე, რომ შენი ქვეყანა შენ არ გაფასებს და არ აჰყევხარ ისეთ კვარცხბეგზე, როგორც შენ დაიმსახურე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ შენი ქვეყანა შეგძულდეს და გაყიდო. იქნებ მიზეზი და ამ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ, საკუთარ თავშია, საკუთარ უუნარობაშია, იმაშია, რომ ბევრი პოლიტიკოსი საკუთარი თავით ტკბობას ბევრად მეტ დროს ანდომებს, ვიდრე საკუთარ ხალხზე ფიქრს. უმეტესობას სამწუხაროდ, ბევრ მათგანს რაღაც საერთოდ არ აინტერესებს ის რითი ცხოვრობს ყოველდღიურად ჩვენი ადამიანი და ამის გამო ხდება ეს და ეს არ არის საბაბი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის თავისუფლებაზე თქვა უარი. ეს არ არის საბაბი იმისათვის, რო გაიქცე და მტერს ჩაეხუტო და მტერს ჩაეკრა, ან მტერს ასიამოვნო და კუდი უქიცინო. იმიტო რო არაფერი უფრო მაღალი არ არი, ვიდრე თავისუფლება. აი ეს ყველაფერი რაც კეთდება საქართველოში, ეს ტბა, განახლებული ყვარლის ცენტრი თავის მუზეუმებით, ნეკრესი, გრემი, ყველაფერი აქ რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ბოლო წლებში და ყველაფერი რაც კიდევ გაკეთდება. ეს ყველაფერი არი საქართველოს თავისუფლების პირდაპირი შედეგი. ეს ყველაფერი არი ჩვენი დამოუკიდებელი ერის მუხჩაუხრელი შრომის პირდაპირი შედეგი. ყოველთვის ამბობდნენ ადრე აი რაღაცეები დავიწყეთ შეღებვა 2005 წელს თბილისის ცენტრში. ამათ მარტო თბილისის ცენტრი აინტერესებთ და იმის იქით, თავის ცხვირის იქით არ იყურებიან. შემდეგ გავაგრძელეთ რა თქმა უნდა თბილისის ცენტრი, იმიტომ რომ არც ერთ ეპოქაში არასდროს თბილისში არც ერთი მეფის, არც ერთი მთავრობის, არც ერთი დამპყრობლის თუ დამოუკიდებელი საქართველოს პატარა პერიოდების დროს იმდენი არ გაკეთებულა და აშენებულა, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და შემდეგ ორ წელიწადში აშენდება იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე ბოლო 5 წლის განმავლობაში. მაგრამ საქართველო არ არის ხოლოდ თბილისი. შემდექ ჩვენ დავკავდით ბათუმის აღმშენებლობით. ბათუმი მართლაც არის არა მხოლოდ საქართველოს სიამაყე, არსად შავი ზღვისპირეთის რეგიონში, არსად აღმოსავლეთ ევროპიდან დამთავრებული სტამბულით და იქ, უფრო იქით არ არსებობს ამხელა მასშტაბის მშენებლობა, ასეთი სილამაზის არქიტექტურა, ასეთი სწრაფი განვითარება, როცა ორასიათასიან ქალაქში იქნება უფრო მეთი ცათამბჯენი, ვიდრე უფრო განვითარებული სამყაროს მილიონიან ქალაქებში. უფრო მეტი აღდგენა, უფრო მეტი ეკონომიკური აქტიურობა და მაშინაც ხშირად ამბობდნენ, რო, აი ამბობდნენ, აი ქუთაისელები ამბობდნენ მაგალითად, გადაგვიფრენს, გადმოგვიფრენს, ხელსაც კი არ დაგვიქნევს. ამ სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებს სიტყვაზე ქუთაისი. მაგრამ აღმოჩნდა, რო ბათუმის განვითარების კვალდაკვალ ქუთაისი ხთება საპარლამენტო ქალაქი და ქუთაისში შენდება ყველაზე ლამაზი შენობები, ყველაზე დახვეწილი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მეტი განვითარება.
ველოსიპეტით მინდა ხოლმე აქეთ გადაისეირნება და აქ გადმოსვლა და წრეების დარტყმა...
როცა ეს გავაკეთეთ მერე ბუნებრივად კახელებს, ჩვენ კახელების გვესმოდა კითხვა, კი მაგრამ კახეთმა რა დააშავა. იმიტო რო ყველაფერი ხთება, ანაკლიაში, დასავლეთში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში და აქეთ, აქეთ როდის გადმოხვალთ, ქედის აქეთ. და ეს ტბა, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა სიღნაღი გაკეთდა, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა ყვარლის ცენტრი გაკეთდა, მაგრამ ეს ტბა არი დასაწყისი ახალი ეტაპის ჩემთვის პირადად კახეთისთვის. იმიტომ რო ეს ტბა და ეს ინფრასტრუქტურა რომელიც იქნება, ეს ის კი არ არის მარტო რო იქით გვერძე ჩემი საკარმიდამოა და აი იმიტომ ველოსიპეტით მინდა ხოლმე აქეთ გადაისეირნება და აქ გადმოსვლა და წრეების დარტყმა. ეს არის ის, რომ მომავალი წელი იქნება კახეთის წელიწადი საქართველოში ე.ი. მომავალ წელს იქნება უფრო მეტი აღშენებლობა კახეთში, ვიდრე ყოფილა ქართველოს ნებისმიერ რეგიონში ბოლო შვიდ რვა წლის განმავლობაში.
გენეტიკური კოდი ქართული სახელმწიფოებრიობის არის შექმნილი ალაზნის ველზე...
იმიტო, რო გენეტიკური კოდი ქართული სახელმწიფოებრიობის არის შექმნილი ალაზნის ველზე, გენეტიკური კოდი ქართველობის არი ჩვენ ანბანთან ერთად შექმნილი, ჩვენ ვენახთან ერთად შექმნილი. აქ ალაზნის ველზე კახეთში ამ მტრებისგან შედარებით დაცული მთების მეორე მხარეს, ამ ნოყიერ განსაკუთრებულ მიწაზე, ამ განსაკუთრებული ნიჭიერების, გასაკუთრებული შრომისმოყვარეობის, გასაკუთრებული პატრიოტიზმის მქონე ადამიანების. ამიტომ ჩვენ ყველანი დანაჩენი საქართველო, როგორც კახეთის ყოველთვის მიდიოდა საქართველოს დასახმარებლად, კახეთი ქმნიდა საქართველოს, კახეთი იყო მისი ბურჯი დანაჩენი საქართველო ახლა უნდა მოვიდეს კახეთის ფეხზე დასაყენებლად, კახეთის ასაღორძინებლად, კახეთის, თითეული კახელისთვის მომავალის მისაცემად, ეს არის ჩვენი თვითეულის ყველაზე წმინდათა წმინდა ვალი.
ჩვენ დიდი გეგმები გვაქ...
მინდა გითხრათ ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ დიდი გეგმები გვაქ. მომავალ წელს იწყება ძალიან დიდი აღმშენებლობა თელავში, ძალიან საინტერესო პროექტები გვაქს სოფლის მეურნეობის დარგში ლაგოდეხისთვის, გურჯაანისთვის საგარეჯოსთვის, დედოფლისწყაროსთვის, ახმეტაში და კერძოდ თუშეთში და ხევსურეთში დგება აღდგენითი სამუშაოები ასევე ჩვენი ისტორიული ძეგლების. ძალიან ბევრს ვიმუშავებთ გზებზე. თქვენ იცით რომ გაკეთდა გომბორი, მარაგრამ სხვა გზებზეც ვმუშაობთ, მათ შორის თუშეთის გზაზე. ვმუშაობთ იმაზე, რომ წყალგაყვანილობა იყოს ძალიან კარგად, იცით რომ თელავში მიდის სამუშაოები.
სუყველაფერი ცისფერი იყოს, ცისფერი საღებავი გვაქვს შემოტანილი, სულყველაფერს შევღებავთ...
წყალი იყო დიდი პრობლემა კახეთში. დასალევი წყალი და ესეთი წყალიც, იმიტო რო ზაფხულში რო დაცხება და როცა ყველა მდინარე დამშრალია, არაფერი არ აჯობებს აქ გადახტომას და კარგად გაჭყუმპალაებას, მეც შემოგიერთდებით როგორც კი ეს პერიოდი დაგვიდგება. ჯერ არ ღირს, ეს ტბაც გაივსება ბოლომდე, ეხლა ნახევრად არის სავსე და სულმთლიანად ცისფერი იქნება. რამაზ ნიკოლაიშვილი დადის დიდი ბადით და აკეთებს ყველაფერს, რომ სუყველაფერი ცისფერი იყოს, ცისფერი საღებავი გვაქვს შემოტანილი, სულყველაფერს შევღებავთ, ყველაფერი კარგად იქნება.
დაველეპარაკო ძმურად ეხლა რო ტელევიზიით დახარბება გეყოთ...
მინდა ასევე გითხრათ, რომ ძაან ბევრს ვმუშაობთ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, ვმუშაობთ კახეთში საცურაო აუზებზე, იცით რომ აქ გაკეთდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ის რაც თქვენ ყვარელში ნახეთ ჯეოსელის, ეგრეთწოდებული ჯეოსელის კლასი ქვია, მაგრამ მე ვნახე ტელევიზორში ჯეოსელის რეკლამა, და ვიფიქრე, რომ რას გვახარბებენ ტელევიზიით, მოიყვანეთ ეგ კომპანია, დაველეპარაკო ძმურად ეხლა რო ტელევიზიით დახარბება გეყოთ, გინდათ კარგი საქმის გაკეთება - და ეს არ არის ბიზნესის ტერორიზირება, უბრალოდ ესე მოდით, გაგვიკეთეთ ესეთი კლასი. სად უნდა გაკეთებული იყო ესეთი კლასი, თუ არა ილიას სამშობლოში პირველი, თუმცა ესე უნდა მიყვეს მას ყველა კახეთი ძირითად სკოლებში ზუსტად ესეთი კლასები.
ყოველი მეორე ქართველი იყო ღარიბი ვარდების რევოლუციამდე, ახლა ოფიციალურად ციფრები დაყვანილია ეს 17%-ზე...
იმიტო რო ბავში, რომელიც ცხოვრობს მათ შორის ძალიან გაჭირებულ ოჯახში, სადაც ყოველ თეთრს აქვს მნიშვნელობა, სადაც დღიდან დღემდე ითვლიან კაპიკებს, რომ როგორ გამოკვებონ ბავშები, გადადონ ფული შავდღეზე ვიღაცის მკურნალობა რამე სხვა რო დაჭირდეს. იმ ბავშვის და ხშირად ოჯახები არიან უკვე ქრონიკულ სიღარიბეში. მე მინახია, ჩვენთან სიღარიბე 52% იყო, ყოველი მეორე ქართველი იყო ღარიბი ვარდების რევოლუციამდე, ახლა ოფიციალურად ციფრები დაყვანილია ეს 17%-ზე. ესე იგი, დაახლოებით ყოველი მეხუთე, ცოტა უფრო ნაკლები ქართველია ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მაგრამ მე ბევრი ასეთი ღარიბი ოჯახი მინახავს და ბევრი მათგანი უბრალოდ შეგუებულია სამწუხაროდ ამ მდგომარეობას, ბევრ მათგანს აქვს ხელი ჩამოშვებული და მე ვიფიქრე, როგორ უნდა გამოვცვალოთ ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ სოციალური დახმარება უნდა გაუზარდოთ, პენსიები უნდა გაუზარდოთ რაც შეგვილია რა თქმა უნდა. და ვიფიქრე რომ ბავში რომელსაც აქ კომპიუტერი, რომელსაც პირველივე კლასში ასწავლის ამერიკელი, ინგლისელი, ავსტრალიელი მასწავლებელი ახალი მეთოდებით და მათ მასწავლებელთან ერთად ამას აკეთებს, რომლის მასწავლებელი იღებს მეტ ხელფასს, თუ მასწავლებელი ჩააბარებს გამოცდას ათას ლარს და მეტიც შეიძლება ქონდეს. ის ბავში სუ სხვანაირად შევა სახლში, ის ბავში ამ ღარიბ ოჯახშიც რო დაბრუნდება თავისი ამ ნეთბუქით, პატარა კომპიუტერით, ითამაშებს ამ თამაშებს, ეტყვის თავის ოჯახის წევრებს, რათქმა უნდა ქართულად ელაპარაკება ცოტა წაიტრახერხებს და ეტყვის ჰაუ დუ იუ დუ და ასე შემდეგ, ის საერთოდ სხვა ფსიქოლოგიის შემტანი იქნება თავის ოჯახში, ყველა მხრიდან უნდა ურტყათ სიღარიბეს, გარდა იმისა, რო პერსპექტივა უნდა მივცეთ ჩვენს ბავშებს.
ბებიაჩემიც არი ოთხმოც წელს გადაცილებული, მე ძალიან დიდი სიმპატია მაქ ამ თაობის...
ჩვენ სიღარიბისთვის არ გვემეტება არც ეს ბავში, არც მისი ოთხმოცი წლის დიდი ბებია და დიდი ბაბუა. იმიტო რო ბებიაჩემიც არი ოთხმოც წელს გადაცილებული, მე ძალიან დიდი სიმპატია მაქ ამ თაობის, რომელმაც აქამდე მოგვიტანა. ძაან დიდი სიმპატია მაქ იმ თაობების, რომელიც ყველაზე მეტად დაიკარგა, იმიტო რო ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ხალხს ეგონა, რო რაღაღას მიაღწიეს, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში რო ჩამოიშალა ყველაფერი და ყველაფერი რო ჩამოინგრა, მართლა ხალხს გაუჩნდა განცდა, რო თელი, თელი თაობა დაიკარგა, იმიტო რო თაობა კი არ გაქრა არსად, ბევრი მათგანი თუმცა დაიღუპა, დაავადდა და ასე შემდეგ, უბრალოდ შესაძლებლობები დაეკარგა ამ ხალხს, რომელსაც ისინი იმსახურებდნენ.
არ დამიწყონ ეხლა ის რო, სააკაშვილის ტრაბახმა ტვინი წაჭამა...
ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად დაბრუნება არი ჩვენი თავარი მიზანი დღეს. გარდა ყველა რაიონის სხვა აღშენებლობისა, რომელსაც დღეს ჩვენ ვიწყებთ ჩემო მეგობრებო, აი აქ მთაზე, შენდება წარმოუდგენელი სილამაზის ახალი სასტუმრო, და ამ სასტუმროს აშენებს ერთი ადამიანი, რომელიც მე ახლახანს გავიცანი სრულიად, გია პირადაშვილი, რატო მინდა ამ ადამიანებზე ვილაპარაკო, იმიტო რო გია იყო, წარმოიდგინეთ, 2006 წელს რუსეთმა გამოგვიცხადა ჩვენ ემბარგო, ძალიან ბევრმა ეგრევე ჩამოუშვა ხელი. გვითხრა, დამთავრდა ჩვენი საქმე, არაფერი აღარ იქნება, წავა, მიხეილ დავიხუროთ ქუდი, სხვა რაღაცა გავაკეთოთ. სწორედ ეს პერიოდი იყო, როცა გიამ დაიწყო ბიზნესის კეთება ღვინის დარგში. ჯერ შექმნა „თელიანის ველი“, რომელმაც მიუხედავად რუსეთის ემბარგოსი, შექმნა ყველაზე კარგი დისტრიბუციის ქსელი ახალ ქვეყნებში, ახალ ბაზრებზე, ახალ გასავალზე და პრაქტიკულად ნოლიდან აწყობილმა კომპანიამ, რომლის შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები გქონდეთ ხარისხზე და ა.შ, მაგრამ ფაქტია, რომ სადაც წახვალ მსოფლიოში ყველგან არი გიას შექმნილი თელიანის ველი. ე.ი. კახეთის გასავალი მსოფლი ბაზრებზე. ე.ი თითეული ჩვენი ოჯახისთვის უკეთესი გამოსავალი. მერე გადავიდა მეორე კომპანიაზე, მერე შექმნა მეორე კომპანია, რომელიც ასევეა და თავის შატო ააშენა, რომელიც დღეს მუშაობს და განავითარა, გაყიდა და გადავიდა შემდეგ კომპანიებზე. ეხლა ააშენა ისეთი შატო, თელავში შუამთასთან. მე ვყოფილვარ, ბევრი მიმოგზაურია საუკეთესო სასტუმროებში, საფრანგეთში, ესპანეთში, ძველებური შატოებიროა, სრული პასუხისმგებლობით ვახადებ რო, არ დამიწყონ ეხლა ის რო, სააკაშვილის ტრაბახმა ტვინი წაჭამა, იმიტო რო ამას ამბობენ როგორც წესი ის ხალხი როცა არაფრის აზრზე არ არის ისედაც ცხობვრებაში. ნამდვილად ესეთი შატო როგორიც შუამთაში გააკეთა გიამ მე არ მინახია არც ერთ იმ ქვეყანაში. რატო იცით, იმიტომ რომ სიყვარულით და გულით არის გაკეთებული. პროექტი მისია, ყველა ავეჯის ნაწილი საკუთარი ხელით აქ გაკეთებული, ყველა კერძი არის მისი რეცეპტით დამზადებული და აი არაფერი არ არის ისე სხვათაშორის შეთითხნილი. ესა და როცა ვკითხე რა იყო შემდეგი გეგმები, ეს სასტუმრო, ეს დამთავრებულია, ეხლა აკეთებს გრემის გვერძე, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ და იქ კიდე მიდის აღდგენითი სამუშაოები ახალ სასტუმრო კომპლექსს. აქ აშენებს ისეთ ლამაზ შატოს ტბის თავზე, რომ მარტო ამ ტბის სანახავად და ამ შატოს სანახავად ჩამოვა ძალიან ბევრი უცხოელი. ე.ი. გაჩერდება ჩვენ ოჯახებში. ე.ი. გაივლის გზებზე, კაფეებში დახარჯავს ფულს. ე.ი. იყიდის სუვენირებს ჩვენი ხელით დამზადებულს. ე.ი. დახაჯავს ფულს ყველგან აქ გარშემო, ე.ი. გაამდიდრებს ჩვენ მოსახლეობას. ამიტომ რომ გია მუშაობს არა მხოლოთ საკუთარი თავისთვის, არამგონია რომ ეს ძაან დიდი მოგების მქონე ბიზნესი იყოს. აი ასეთი ახალი ბიზნესმენები ქმნიან მომავალ საქართველოში რომელიც აღსაღნიშნია, არც ემბარგოსი, არც დაშანტაჟების ვიღაცის, არც უიმედო სიტუაციის, რომელმაც იცის რო მათი სამშობლო მათი ხელით არი ასაშენებელი, მათი მონდომებით და სიყვარულით არი გასაკეთებელი და ერთი აგურ აგურ აგურ დადებული რაღაცა შეილება ერთად გავაკეთოთ. ამიტომ რა თქმა უნდა მე მინდა გიასთანა ხალხი იყოს ძალიან ბევრი. მაგრამ ჯერ-ჯერობით სულ რამდენიმე კაცი გვყავს საქართველოში ასეთი. და თუ რამე გამოხატავს ამ ტერმინს, რას აკეთებს გია პირადაშვილი ამ თავისი აღმშენებლობით, მე ვფიქრობ ეს არის სიტყვა ბრწყინვალება. ჩვენ გვაქს ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ბრწყინვალების ორდენი და მე მინდა თქვენი სახელით, იმისთვის რო დიდი წვლილი შეიტანა კახეთის ეკონომიკის და შეაქვს აღორძინებაში, უიმედობიდან გამოყვანაში და სწორი გზით მართვაში, გია პირადაშვილს გადავცე ბრწყინვალების ორდენი.
მე ხო ვიცი რა არი კაპრიზიანი, შარიანი პრეზიდენტის მოთმენა...
დღეს მე ვფიქრობ, რომ საკმარისად გაგყინეთ აქ, მაგრამ კარგი კონცერტი ჩატარდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი ააშენა იმიტო რო მე ხო ვიცი რა არი კაპრიზიანი, შარიანი პრეზიდენტის მოთმენა რომელიც იძახის, რომ ეხლა მომეწონა ეს ადგილი და ხუთ თვეში უნდა იყოს, ოთხ თვეში უნდა იყოს, სამ თვეში უნდა იყოს და ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაც ხუთთვეში და ოთხთვეში და სამთვეში ვერ მორჩება, მაგრამ ისიც ყველამ იცის, რომ მეც და ყველა ჩვენგანიც მოუთმენლები ვართ, ამდენი წელი იმდენად არაფერი არ ხდებოდა, რო ჯობდა, ჯობია ყველამ ღამე იმუშაოს, დღე იმუშაოს, ხელები დაიკაპიწოს, შეუძლებელი შეძლოს და მაინც ააშენოს და ამასობაში, მემგონი მსოფლიოში ყველაზე ჩქარა ვისწავლეთ ყველაფრის შენება. აი ეს არის მოუთმენლობას და სულსწრაფობასაც აქვს თავის დადებითი შედეგები. მთელ მსოფლიოს ამაშიც ვაძლევთ მაგალითებს. რათქმაუნდა ეხლა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაცა ნათურა საკმარისად არ არის გამაგრებული, სადღაც რაღაცა ხვრელია რამე ან სხვა გაჩნდა, მაგრამ მოდი რა იმ ხვრელებს მოვუვლით მერე, მთავარია რომ გავაჩინოთ ეს ადგილი. ეხლა, არაფერი ხვრელები არ მინახავს, ძალიან ხარისხიანად არის გაკეთებული, მოვიარე რამდენჯერმე აქაურობა. არა მომავალში თუ გაჩნდა, ისე მაინც გაფრთხილებთ. მინდა რამაზ ნიკოლაიშვილს ვუთხრა მადლობა, მინდა მადლობა ვუთხრა თქვენ გუბეტნატორს, აქაურ გამგებელს ვუთხრა მადლობა, და განსაკუთრებით ყველა იმ ინჟინერს, პრარაბს, მუშას, რომელიც დღე და ღამე თვალებანთებული მუშაობდა იმიტო რო აშენებდა მაგარ რაღაცას, აკეთებდა ქართულ საქმეს და იცოდა რო წვლილი შეჰქონდა საქართველოს აღმშენებლობაში. არა მაქ აქ ორდენები ჩამოტანილი თუმცა ყველა მთგანი იმსახურებს ამ სიტყვას, ბრწყინვალებას. დიდი მადლობა“.
1130
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85