ფეისბუქური ამბები, ანუ რატომ არის სააკაშვილის გარემოცვა პერმანენტულად ნაცემი და მუდამ ნაბეგვი

ფეისბუქური ამბები, ანუ რატომ არის სააკაშვილის გარემოცვა პერმანენტულად ნაცემი და მუდამ ნაბეგვი

6–მილიარდიანმა მეტეორმა თავდაყირა დააყენა ნაციონალური სპექტრი. ვირთხები ჩასაძირად განწირული გემიდან გარბიან, არც კაპიტანი აპირებს თავის დახრჩობას, თუმცა მას ეს დაძაბული ფონი ნერვებს უწეწავს და საბედისწერო ნაბიჯებს დგამს. ის, ვინც აგვისტოს ომის დროს გაექცა მტრის თვითმფრინავებს და ის, ვინც ნერვიულობისაგან პირდაპირ ეთერში ჰალსტუხს ჭამდა, თანაგუნდელებზე ხარჯავს მოზღვავებულ ენერგიას.

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი სოფო ნიჟარაძე თვალთახედვიდან გაქრა. ერთნი ირწმუნებიან, რომ ნიჟარაძე საქართველოდან გაიქცა, მაგრამ მეორენი გვარწმუნებენ, რომ მომღერალი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და ყველაზე უარესი ისაა, რომ ნიჟარაძე სასტიკადაა ნაცემი.   

ბევრი მოგვედავება, რომ ჭორებს ვავრცელებთ, მაგრამ ეს რომ ცემა–ტყეპის პირველი შემთხვევა იყოს, ალბათ, ხმამაღლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებდი. მაგრამ აზრი აქვს კი სიჩუმეს, როცა ამ ყველაფერზე ყველა კუთხეში და სოციალურ ქსელებზეც კი საუბრობენ?

ნიჟარაძესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ყვარლის ტყიდან, ტალახში ამოგანგლული პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. ამის შესახებ  სწორედ მაშინ საუბრობდნენ, როცა სააკაშვილს 4 საათის განმავლობაში, ყვარელში საკუთარმა დაცვამაც ვერსად მიაკვლია.

ამას მოჰყვა ბათუმის ინციდენტი, რომლის დროსაც სააკაშვილის პრეს–სამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე თბილისში ტვინის შერყევით, ხოლო გია ბარაიძე – ფეხმოტეხილი დაბრუნდა,, ხოლო ვერა ქობალია კლინიკაში მოხვდა. ეკონომიკის სამინისტროს პრეს–სამსახური ცდილობდა ქობალიას ჰოსპიტალიზაციის ფაქტი დაეფარა, მაგრამ ქობალია მიხვდა, რომ არა არს დაფარული და იძულებული გახდა ეთქვა, რომ საავადმყოფოში პროფილაქტიკის მიზნნით მივიდა. თუმცა, გაუგებარია, პროფილაქტიკაზე მისულს რატომ დასჭირდა გადასხმები, რაც პაპარაცების ობიექტივმაც კი დააფიქსირა.        

ამ ამბავს საეჭვოდ დაემთხვა ფოტორეპორტიორებს დაკავება და ქართული მედია და ფორუმელ–ფეისბუქელები ამ ყველაფერს მიხელ სააკაშვილის ბათუმური თავგადასავლებს უკავშირებდა. მაშინ კანადაში მყოფი ქართული დიასპორა ირწმუნებოდა, რომ ამ ფაქტით შეძრწუნებულმა მშობლებმა ვერა სასწრაფოდ კანადაში გამოიხმეს.

ვერა ქობალია კარგი ეკონომისტი არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, მდგრადი ჭკუა აქვს და კანადაში მუდმივად გადასვლას მინისტრის სავარძელი ამჯობინა. ეს იყო რამდენიმე თვის წინ, მაგრამ  ახლა საქმე სხვაგვარადაა. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ სააკაშვილის პოზიცია შეარყია და ქობალიას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

კანცელარიიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ქობალია კანადაში გადასვლას აპირებს. არავინ იცის, ნაციონალური მატარებელი ხვალ რომელ ჩიხში დალევს სულს, ვერა მდგრადი კი არის, მაგრამ მყარად იცავს თავს და ჩიხში გაჭედვას არ აპირებს. ამ ვითარებაში მინისტრობას, როგორც ჩანს, ისევ პურის ცხობა არჩია.

თუმცა, ეს ერთადერთი თავგადასავალი არაა, რაც ვერას და მიშას ერთბლივად „გადახდათ თავს.“ ბათუმიდან ასეთი ინფორმაციაც მოგვაწოდეს: „სააკაშვილს რომ უჭირს და თან – ძალიან, ახალი ამბავი არაა. ასეთ დროს იგი ყოველთვის ისტერიკაში ვარდება და ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სასტუმროს ლიფტში მიშა ვერასთან ერთად გაიჭედა. ჩვენი მთავარსარდალი ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, რომ ჩაიფსა. ამის მნახველი არაერთი ადამიანია. დიახ, ასე იყო და ამის დამნახავი რამდენიმე ადამიანი, დღემდე შიშშია, ვაითუ სააკაშვილმა მათთვის მოიცალოს და ანგარიში გაუსწოროს. ახლა თქვენ იკითხავთ როგორ დაინახეს? ლიფტიდან კივილით რომ გამოვარდა დერეფანში რამდენიმე თარჯიმანი, ასე ვთქვათ, უცხო თვალი იდგა. შეშინებული პრეზიდენტი კი ვერ წყნარდებოდა და დაცვას უყვიროდა: „თქვენ ჩემი მოკვლა გინდათ“.

ყველა ამ ამბავში, რომლებზეც საზოგადოება უკვე ხმამაღლა ქირქილებს, შესაძლოა, ბევრი რამ გაზვიადებულიცაა, მაგრამ მერე რა? ამ ისტორიებიდან, თუნდაც ყველა მოგონილი იყოს, რომელი ერთი შეედრება იმ „დეტექტიური ჟანრის ფილმებს“, რომლის საფუძველზეც ლამის, მთელი ოპოზიცია რუსეთის ჯაშუშად მონათლეს, ხოლო საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად ბევრი ადამიანი ციხეში გამოკეტეს? ამ ხელისუფლებისთვის ხომ ასე მარტივა ტყუილის სიმართლედ წარმოჩენა და აწი თავადაც უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, მიშას ოინებით თავგაბეზრებულმა საზოგადოებამ მის წინააღმდეგ, იგივე იარაღით დაიწყო ბრძოლა.