"საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებით მოხარული ვიქნებით"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან კლოდ მინიონის განცხადებით, "შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ევროსაბჭოს წევრი ერთი ქვეყანა კონფლიქტშია, ევროსაბჭოს წევრ მეორე ქვეყანასთან". 

"დღეს მოვისმინეთ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა. მინდა, გითხრათ, რომ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან სულ ახლახანს ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, უფრო ადრე კი პრეზიდენტი სააკაშვილი. გეტყვით, რომ ყურადღებით ვაკვირდებოდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მოხარული ვიქნებით, დიალოგის დაწყებით საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ევროსაბჭოს წევრი ერთი ქვეყანა კონფლიქტშია ევროსაბჭოს წევრ მეორე ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ეს ნორმალური სიტუაცია არ არის. ევროსაბჭო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხს მუდმივად განიხილავს და დიდი ყურადღებას ვაქცევთ თქვენს ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე რეზოლუცია მივიღეთ. ახლა რა თქმა უნდა, საქართველოში სიტუაცია შეიცვალა და გვჯერა, რომ გამოსავალი ნაპოვნი იქნება", - განაცხადა მინიონმა.

ცნობისთვის, მინიონი საქართველოს მაისის ბოლოს ესტუმრება.