თომას ჰამარბერგი იმედოვნებს, რომ

თომას ჰამარბერგი იმედოვნებს, რომ "იდენტობის" აქციაზე ძალადობა არ იქნება

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას ჰამარბერგი იმედოვნებს , რომ ხვალ "იდენტობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე არანაირი ძალადობა არ იქნება. 

როგორც ჰამარბერგმა ჟურნალისტებს დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა ძალადობის გარეშე.

"დღევანდელი შეხვედრის იდეაც ისაა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი ადამიანის უფლებებს ვინც უნდა იყვნენ ისინი და უარი ვთქვათ მათ დისკრიმინაციაზე", – განაცხადა ჰამარბეგმა.

ჰამარბერგი ამ წუთებში ორგანიზაცია "იდენტობისა" და ლგბტ ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატივით მიმდინარე მრგვალ მაგიდას ესწრება, სადაც საქართველოში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობასა და ხვალინდელ აქციას განიხილავენ.