"რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიასთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათი იქ ყოფნა უკავშირდება იმ კონფერენციას, რომელიც სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს. 

რაც შეეხება კონფერენციას, მას ორგანიზაცია "იდენტობა" და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მართავს, თემა - საქართველოში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა და 17 მაისს დაგეგმილი აქცია.

როგორც კონფერენციის მონაწილეები აცხადებენ, მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნება ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული გარემო, დისკრიმანიცია და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორების თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 17 მაისს ჰომოფიბიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი აქციის გარშემო არსებულ საფრთხეებსა და აქცის მონაწილეთა დაცვის სტრატეგიებს.

კონფერენციაში თომას ჰამარბერგიც მონაწილეობს.