მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ 17 მაისს აქცია არ ჩატარდება

მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ 17 მაისს აქცია არ ჩატარდება

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია არ ჩატარდება. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მეუფემ განაცხადა, ხალხში არის ისეთი განწყობა, რომ ამით უმრავლესობის უფლებები ილახება.

"პირდაპირ გეტყვით, ეს არის თავსმოხვეული და ვიღაცეები ამას მხოლოდ და მხოლოდ გრანტის ასაღებად იყენებენ. როგორ ცხოვრობენ ეს მათი პირადი საქმეა, ადამიანი თავისუფალია, გააჩნია თავისი ნება, თვითონ ირჩევს - რა აირჩიოს და რა არა, უშუალოდ თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე", - განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, როდესაც ერის ტრადიციებს, ერის ზნეობრიობას ასე ეხებიან, შემდეგ საზოგადოებას აქვს უფლება ასევე პროტეტსტის გრძნობით გამოხატოს ყოველივე ეს.

"ვიმედოვნებთ, რომ არ ჩატარდება, მითუმეტეს, ჩვენი ვაჟკაცების სისხლი დაიღვარა ახლა. ძალიანაც რომ მოინდომონ არ დავუშვებთ, ესეც იცოდეთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.