ზურაბ ჯაფარიძე:  პროფკავშირები მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს

ზურაბ ჯაფარიძე: პროფკავშირები მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, პროფკავშირები კვლავ ცდილობენ მონოპოლია მოიპოვონ. აღნიშნული განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების ნაწილის განხილვას დავესწარი და ამ ეტაზე მხოლოდ ერთი შენიშნვნა მაქვს, რომ პროფკავშირები კვლავ ცდილობს, მოიპოვოს მონოპოლია დამსაქმებესა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობებში მომლაპარაკების მხარედ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ დასაქმებათა გაერთიანებას უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში. პროფკავშირები ლობირებენ საკუთარ ინტერესებს. იმ ჩანაწერით, რაც დღეს არსებობს და რასაც გავეცანი, მათ ექნებათ ცალსახა ერთპიროვნული მონოპოლია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტში "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.