დუისის სასაფლაოზე ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული კიდევ ოთხი პირის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება

დუისის სასაფლაოზე ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული კიდევ ოთხი პირის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება

სოფელ დუისის სასაფლაოზე ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა მშობლები და ახლობლები იკრიბებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დუისიდან იუწყება , დღეს უნდა მოხდეს კიდევ იმ ოთხი პირის ცხედრის ექსჰუმაცია, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.

ასევე, დღესვე დაკრძალავენ სამ პირს, რომელთა ცხედრებსაც ექსჰუმაცია 7 მაისს ჩაუტარდა.