ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი დღეს ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 19:00 საათიდან დაიწყება.

ქართველი ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები სამშობლოში დღეს გადმოასვენეს. პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, რის შემდეგაც მათ ცხედრებს საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ, 27 კი დაიჭრა.