დაღუპული სამხედროების პატივსაცემად ქაშვეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

დაღუპული სამხედროების პატივსაცემად ქაშვეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პატივსაცემად, ხვალ, ქაშვეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. დაღუპულ ჯარისკაცებს ავღანეთიდან, სავარაუდოდ, ხვალ დილით ჩამოასვენებენ. 

ამასთან, 16 მაისი, სავარაუდოდ, გლოვის დღედ გამოცხადდება. შესაბამისი ინიციატივით დღეს საქართველოს მთავრობა გამოვიდა და გლოვის დღედ გამოცხადების წინადადებით პრეზიდენტს მიმართა.

42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ.