„საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს“

„საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, სატელევიზიო არხის „Euronews“–ის  კორესპონდენტმა ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინამ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა. ამ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.

პრემიერის თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით.

"რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ახლანდელი მდგომარეობა არავის ინტერესებში არ შედის, არც ერთი მხარის ინტერესს ამ ემსახურება. საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა და ყველაფერს გააკეთებს  მათ დასაბრუნებლად. თუმცა, ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამას მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით მოვახერხებთ. ძალადობა და შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენთვის მიუღებელია. მიზანს მშვიდობიანი გზით მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობაც გაგვიწევს დახმარებას და მისი მხარდაჭერა გვექნება",- განაცხადა ივანიშვილმა „Euronews“–სთან საუბარში.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით დაგვეხმარება სპორტი და კულტურაც. აქვე პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.