პაველ ვარგანი, “Open Democracy”
საბჭოთა წყობამდე საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ვერც ცათამბჯენ საცხოვრებელ სახლებს ნახავდით, ვერც ფართო გზატკეცილებს და ვერც მარმარილოს სასახლეებს, ანუ იმას, რაც დღეს, დაცემული, უარყოფილი რეჟიმის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ მაშინ, რატომ აგრძელებენ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერები მშენებლობას ამ გრაინდოზული, ნეო-კლასიცისტური ესთეტიკით ? – კითხულობს პაველ ვარგანი.
მტკვრის თავზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასახლე აღმართა. მისი ფასადი, დეკორატიული ბერძნული სვეტებითა და სასახლისთვის შესაფერი ფანჯრებით, აშკარად ცდილობს სხვა საპრეზიდენტო რეზიდენცია გაახსენოს მნახველს – თეთრი სახლი აშშ-ში.
თბილისი და მოსკოვი
მაგრამ განსხვავებით თეთრი სახლისგან სააკაშვილის რეზიდენციას თავზე ადგას შუშის ცისფერი გუმბათი, რომელსაც ადგილობრივებმა „კვერცი“ შეარქვეს. შიგნით აქ ხვეული კიბეა, რომელიც პლატფორმაზე ადის, საიდანაც პრეზიდენტს შეუძლია არწივის სიმაღლიდან, განმარტოვებით უჭვრიტოს თავის ქვეშემრდომებს.
ამ არქიტექტურული ხატოვანებით დამძიმებულ ნაგებობას ოდნავაც აღარ შერჩენია ის ღირსება, რომელიც მის სასურველ ვაშინგტონელ სულიერ ძმას ახასიათებს. ნაგებობა მნახველს ნაცნობი ხმით ესაუბრება და ეს ხმა სტალინიზმის შორეულ ეპოქაში გაბატონებულ ენაზე ლაპარაკობს.
ამას წინათ, გარემოებათა გამო, მოსკოვში აღმოვჩნდი. თბილისში კარგა ხანს ვიცხოვრე და გაოგნებული დავრჩი იმით, თუ როგორ ჰგავს მოსკოვის ქუჩები საქართველოს დედაქალაქის ფართო გამზირებს და სანაპირო ავტოსრადებს. ორივე ეს ქალაქი, ძირითადად, ისეთი არქიტექტორების მიერაა ნაშენები, რომლებიც ერთგვაროვან ვიზუალურ ენაზე ლაპარაკობენ, ენაზე, რომელიც მათ ძლევამოსილმა საბჭოთა მეთაურებმა დაუწესეს.
რუსეთს პოლიტიკური პროპაგანდის დიდი ისტორია აქვს. რეტროსპექტულად ეს ტრადიცია ძალიან ირონიულ შეფერილობას იძენს. სამი საუკუნით ადრე, ვიდრე რეპინი თავზარდაცემული ივანე მრისხანეს დრამატულ პორტრეტს დახატავდა, (ტირანმა სულ ახლახანს გამოასალმა სიცოცხლე თავისი ვაჟი), თვითონ ივანმა საკუთარივე ეპიკური პორტრეტი დაახატინა, სადაც ის, ცხენზე ამხედრებული, გვერდით უდგას მიქაელ მთავარანგელოზს და წმინდა ქალაქისკენ მიუძღვის არმიას. 500 წლის შემდეგ სტალინმა საკუთარი, უფრო სახიფათო კულტურული მითი შექმნა: ჩასუქებული გლეხისა და მომღიმარი სტახანოველი მეშახტის გამოსახულებას ყველგან გადააწყდებოდით -სამგზავრო მატარებელშიც და მშრომელთა სასახლეებშიც. ეს ხატ-სურათი ყველას საბჭოთა სახელმწიფოს გულუხვობით აღფრთოვანებას აიძულებდა. სოციალისტური რეალიზმის ეს კონცეპტი მთელს ქვეყანას მოედო, ხოლო მისი გავრცელების ისნტრუმენტად ხელოვნება და არქიტექტურა იქცა.
მოსკოვის სამთავრობო ნაგებობებში სვეტებსა და მითოსურ საბჭოთა ხატებს (ქარხნის მუშა, გლეხი, ინჟინერი) ძალაუფლების პროეცირებისათვის იყენებდნენ. ძალაუფლების ეს არქტიტექტურა რამდენადმე ლოგიკური იყო მოსკოვში, ქალაქში, რომლის მასშტაბები, ძალაუფლების ხარისხი (ის მართავდა დედამიწის დასახლებული სივრცის მერვედს) და რეგიონის მთავარი ქვეყნის ისტორია, ძალაუფლებისა და ძლიერების სიმბოლოებს შეიცავდა.
მაგრამ თბილისში, საბჭოთა წყობამდე, პოლიტიკური ხელოვნებისა და არქიტექტურის კულტურა ნაკლებად იყო წარმოდგენილი. ასეთი რამ მოგვიანებით შემოიღეს საბჭოთა ოკუპანტებმა; დღეს მაღალსართულიანი ნაგებობები და მარმარილოს სუროგატით მოპირკეთებული ბიზნეს სასახლეები ამ სადა ქვეყანას ისე გადაჰყურებენ, როგოც ავისმომასწავებელი აჩრდილი. ეს იმ ოკუპანტის მომაკვდავი მემკვიდრეობაა, რომელიც ქართველმა ხალხმა უარყო.
ამიტომაცაა, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლე და საქართველოს დედაქალქში ამ ბოლო დროს განხორციელებული სხვა არქიტექტურული პროექტები ასე აღიზიანებს მზერას. იმის ნაცვლად, რომ თავი აარიდოს საქართველოს ყოფილი მჩაგვრელის ვიზუალურ ენას და ააღორძინოს დაღუპვის პირას მისული ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობა, სააკაშვილი საბჭოთა არქიტექტორების გრანდიოზულ, ნეო-კლასიცისიტურ ესთეტიკას მისდევს. უფრო მეტიც, მან ეს ობიექტები იმ ვადაგასული სიტკბოთი გაჟღინთა, რომელიც ნამდვილ მოდერნიზმში ეშლება.
თბილისის ძველი უბნების უმეტესობა ხელში ჩაიგდეს უპასუხისმგებლო სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც უპატრონოდ მიტოვებული, ტრადიციული ქართული სახლები მრვალსართულიანი ნაგებობით მიჩქმალეს. არადა, ეს ახალი ნაგებობებ სრულიად შეუსაბამოა გარემომცველი კონტექსტის. ზიანი, რომელიც ამ ცვლილებმა ძვალ ქალაქს მიაყენეს, ძნელი გამოსასწორებელია. მაგრამ შესაძლოა ძველი ქალაქის დაკნინება უფრო მეტ რამეს მოასწავებს, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურ სახეცვლილებას. UNESCO-ს მფარველობის ქვეშ მყოფი ძველი კულტურული ძეგლების მეზობლობა სტალინური არქიტექტურის ობიექტებთან საქართველოს ირონიული და ბუნდოვანი პილიტიკური კლასის ნიშანთვისებებს ატარებს: ეს კლასი აღიერებს საკუთარი მმართველობის ფაქტს, მაგრამ ცდილობს შეალამაზოს დაშვებული შეცდომები და გააზვიადოს საკუთარი წარმატებები. ამის გამოა, რომ საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში მოპოვებული ნამდვილი წარმატებები იჩრდილება.
ძალის დემონსტრირება
როგორც ჩანს, ჩაგვრის ენაზე ლაპარაკი ქართველ პოლიტიკოსებს ძლევამოსილების ყალბ განცდას უჩენს. ამ ფენომენთან ყველაზე მიმსგავსებულ მოვლენას საქართველოს მიღმა, ალბათ, მხოლოდ მოსკოვში წააწყდებით, ქალაქში, რომელიც უხვადაა დეკორირებული ქართველი მხატვრის ზურაბ წერეთლის ქმნილებებით. მის სკულპტურებს თავისი საბჭოთა წინამორბედების ვიზუალური ძალა კი შერჩათ, მაგრამ იდეოლოგია აღარ გააჩნიათ. ბევრს ამ ნამუშევართაგან, ისევე როგორც ოთხ გიგანტურ ულაყს შადრევანში კრემლთან, ცოტა რამ აკავშირების გარემოსთან, რომელშიც მოათავსეს. ისინი ძალაუფლებას მხოლოდ ძალაუფლებისთვის გამოხატავენ. ისევე, როგორც თბილისური არქიტექტურა, წერეთლის ნამუშევრებიც ძალის დემონსტრირებისთვის არიან შექმნილნი. მაგრამ ამ ძალის სისავსე ისეთივეა, როგორც საღებავის ფენა ან შუშის ნაჭერი – ბზარებმა გაჩენა უკვე დაიწყო.
თბილისიც და მოსკოვიც ინარჩუნებენ ავტორიტარული მემკვიდრეობის ელემენტებს. მაგრამ თავისი მოსკოველი კოლეგებისგან განსხვავებით, ქართველი ლიდერები ააცხადებენ, რომ ისინი დემოკრატიულ იდეალებს ერთგულებენ. მათ სოციალურ კონტრაქტს მოაწერეს ხელი. მათი თქმით, ქვეყნის რეაბილიტაციას ისახავენ მიზნად, მაგრამ დამოუკიდებლობა დემოკრატიას, ამ უკანასკნელის, საზიანოდ გაუტოლეს.
მათ ერთი რამ ვერ გააცნობიერეს – იმისთვის, რომ ფეხი მოიკიდოს, დემოკრატიას უფრო მეტი რამ სჭირდება, ვიდრე მარტოოდენ რეპრესირებული ეროვნული სიმბოლოების (შუასაუკუნეობრივი დროშა, ჰიმნი) აღორძინება და პლიტიკური ლოიალობის უხმაურო გადაჯგუფება (მაგალითად დროითი ზოლის შეცვლა); დემოკრატია სახელმწიფო პროპაგანდის ინტონაციის შეცვლას მოითხოვს.
foreignpress.ge
977
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85